რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, პირველი ბრიტანული Stormer-ები უკვე ფრონტზეა

ბრიტანეთის მე-12 სამეფო საარტილერიო პოლკის Stormer-ი, MedMan-ის წვრთნებზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების "სამხრეთის" ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ მიიღეს პირველი ბრიტანული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Stormer HVM-ები.

"პირველი 6 საზენიტო-სარაკეტო Stormer HVM უკრაინის ფრონტზე ჩამოვიდნენ. ბრიტანული "უხილავი" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Stormer HVM მტრის მოიერიშეებს 18 კილომეტრის მანძილზე "ხედავს"". – წერს "სამხრეთის" ოპერატიულ სარდლობა.

Alvis Stormer-ი არის ბრიტანული ჯავშანტრანსპორტიორი, რომლის წარმოებაც 1970-იან წლებში დაიწყო. ბრიტანეთის არმიაში ჯავშანტექნიკაზე, მოკლე მანძილის საჰაერო თავდაცვისთვის, დაამონტაჟეს მაღალი სიჩქარის რაკეტები (HVM), როგორებიცაა Starstreak-ისა და Martlet-ის ტიპის რაკეტები. 

დიდ ბრიტანეთში უკრაინისთვის Stormer-ების უსასყიდლოდ გადაცემა ჯერ კიდევ ამ წლის აპრილში გადაწყვიტეს.

კომენტარები