საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ კნირშის პეტერ ფიშერი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფიშერი Twitter-ზე ავრცელებს.
"პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია თბილისში გადავდივართ, სადაც პატივი მექნება ვიმსახურო, როგორც გერმანიის ელჩი საქართველოში. ნახეთ ეს სივრცე". - წერს იგი.
გერმანიის მისიები არაბთა გაერთიანებული საამიროების ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ 2018 წლის ივლისიდან პეტერ ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო.
მანამდე, იგი ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკისა და ექსპორტის კონტროლის დირექტორი იყო ბერლინში - გერმანიის ფედერალურ საგარეო ოფისში. მისი საქმიანობა მოიცავდა, როგორც გლობალური ენერგეტიკასა და კლიმატის პოლიტიკას, ასევე ექსპორტის კონტროლსა და საერთაშორისო სანქციებს.
მას ეკავა რამდენიმე თანამდებობა ბერლინის ფედერალურ საგარეო საქმეთა ოფისში, მათ შორის იყო საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი და მთავარი ეკონომისტი. იგი ასევე დაინიშნა საგარეო პოლიტიკის მრჩევლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, როგორც ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, თელავივში ელჩის მოადგილედ, ასევე ლონდონში, შანხაისა და სინგაპურში. ელჩი ფიშერი ერთი წლით იყო გაგზავნილი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში, სადაც მუშაობდა ევროკავშირის გაფართოებაზე.
ელჩი ფიშერი არის კარიერული დიპლომატი, რომელიც შეუერთდა ფედერალურ საგარეო უწყებას 1986 წელს. მისი პროფესიული გზა გერმანიის ეკონომიკური პროგრესისა და მდგრადობისთვის ფოკუსირებულია გლობალურ პარტნიორობაზე.