რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გუტიერეში: უპირობოდ ვგმობ ოდესის პორტზე დარტყმებს, შეთანხმების განხორციელება სავალდებულოა

ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში რუსეთის მიერ უკრაინაში, ოდესის პორტის დაბომბვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გუტიერეში უპირობოდ გმობს ოდესის პორტზე განხორციელებულ დარტყემბს და მხარეებს ახსენებს, რომ შეთახმების განხორციელება სავალდებულოა.

"გაეროს გენერალური მდივანი უპირობოდ გმობს უკრაინის ოდესის პორტზე განხორციელებულ დარტყმებს. გუშინ, ყველა მხარემ აიღო მკაფიო ვალდებულება საეთაშორისო დონეზე, უკრაინული მარცვლეულისა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების უსაფრთხო გადაადგილების შესახებ მსოფლიო ბაზრზებზე. ეს პროდუქტები აუცილებელია გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად და მილიონობით გაჭირვებული ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად მთელ მსოფლიოში. რუსეთის ფედერაციის, უკრაინისა და თურქეთის მიერ შეთანხმების სრული განხორციელება სავალდებულოა". - წერია განცხადებაში.

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

"მტერმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტს Kalibr-ის ფრთოსანი რაკეტებით შეუტია. უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალებმა 2 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, 2-მა კი პორტის ინფრასტრუქტურა გაანადგურა". - წერს Telegram-ზე უკრაინის ოპერატიული სარდლობა სამხრეთი.

22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს

კომენტარები