რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩამანაცვლებს, ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

დიდი ბრიტანეთის მოქმედი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ჩაანაცვლებს მას -  გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდაჭერას ურყევად განაგრძობს.

"დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ხალხის მიმართ ურყევია. რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, ჩვენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას გავაგრძელებთ". - წერს ჯონსონი Twitter-ზე.

დაუნინგ სთრითის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა ცვლილებების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომზე არ შეიცვლება. 

ჯონსონი ასევე მიესალმა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს და ამით მსოფლიოს სასურსათო კრიზისს თავიდან ააცილებს. 

უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ევროვიზიის მასპინძლობის გეგმებსა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთიდან კონტროლირებადი ძალების მიერ ბრიტანელი პატიმრების დაკავებასა და შიდა მოპყრობაზე.

კომენტარები