შსს

შსს: უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 2.5 მლნ-ის ნარკოტიკები გავანადგურეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებული, 2 500 000 ლარზე მეტის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს. 

"ნარკოტიკების განადგურების პროცესს სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრები ესწრებოდნენ. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

შსს-ს ცნობით, გაანადგურეს: 

  • 2553 აბი სუბუტექსი;
  • 2627,87 გრ კოკაინი;
  • 1368 გრამი ჰეროინი; 
  • 94 გრ. მეტადონი;
  • 53,065 კგ მარიხუანა; 
  • 753 კგ. კანაფი; 
  • ამფეტამინის შემცველი 352 აბი;
  • 67 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება;
  • 1050 ცალი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფირფიტის ნაჭრები;
  • პრეგაბალინის შემცველი 1144 კაფსულა;

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები მაღალტემპერატურულ ღუმელში, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით გაანადგურეს.

კომენტარები