რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სასამართლომ მედვედჩუკს ჩამოართვა ქონება, რომელსაც რუსეთიდან აკონტროლებდნენ

Володимир Зеленський / Facebook

უკრაინის სასამართლომ პრორუს ოლიგარქს, ვიქტორ მედვედჩუკსა და მის ცოლს, ოქსანა მარჩენკოს რუსეთის ფედერაციიდან კონტროლირებადი აქტივები ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-ზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრი ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მედვედჩუკსა და მარჩენკოს ჩამოერთვათ:

  • საბანკო ანგარიშები - 1.3 მილიონი გრივნა
  • ორი მიწის ნაკვეთი - 3 და 5 ჰა ფართობით
  • ორი სასტუმრო კომპლექსი, რომელთა ფართობებიც 4.5 და 2.4 ათასი კვადრატული მეტრია
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კორპორატიული უფლებები საწესდებო კაპიტალით 38 მილიონი გრივნა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული აქტივების ბენეფიციარი მფლობელები რუსეთის მოქალაქე ვიქტორ მედვედჩუკი და ოქსანა მარჩენკო არიან. 

სასამართლომ ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება ანტიუკრაინული საქმიანობის საფუძველზე მიიღო. კერძოდ, გამოძიებისას აღმოჩენილია ფულის გათეთრების სქემები. ძირითადი სქემის მიხედვით, რუსული ბანკებიდან დიდი ოდენობით თანხა უკრაინაში რეგისტრირებულ შპს-ში ირიცხებოდა, რომლის მფლობელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. 

კომენტარები