რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა დაკარგული მიწების დაბრუნების გარეშე ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს

ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko/File Photo

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა დაკარგული მიწების დაბრუნების გარეშე, ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს უკრაინის ტერიტორიების შენარჩუნების საშუალებას მისცემს. ასევე, ეს ნაბიჯი კონფლიქტის მასშტაბებს კიდევ უფრო გაზრდის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზელენსკის აზრით, ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს ძალების მობილიზებისა და შეიარაღებისთვის დამატებით დროს მისცემს. 

"რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა არის პაუზა, რომელიც კრემლისთვის დასვენების საშუალება იქნება". - თქვა ზელენსკიმ The Wall Street-თან. 

კომენტარები