რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: უკრაინას €500 მილიონის სამხედრო დახმარებას გადავცემთ

John Thys/AFP/Getty Images

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის €500 მილიონის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Twitter-ზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

"ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ €500 მილიონის სამხედრო დახმარების მობილიზებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი მხარდაჭერისთვის. ევროკავშირი ორიენტირებულია და ურყევად უჭერს მხარს უკრაინას პარტნიორებთან ერთად". - წერს ბორელი.

კომენტარები