ბიძინა ივანიშვილის საქმე

მდინარაძე ივანიშვილზე: შანტაჟი ფინანსური კუთხით რამდენად უშანსოა ალბათ მარტივად ხვდებით

მე, როდესაც კონკრეტულ ძალებზე ვსაუბრობ და ვერიდები მეტ კონკრეტიკას, სწორედ ამას ვგულისხმობ, ერთ მხრივ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ მეორე მხარეს იმხელა ინტერესია და მეორე მხრივ, მარტივი ამბავია, როდესაც ამხელა დარტყმას გეგმავ ქვეყანაზე თუ კონკრეტულ ადამიანებზე და აქაც აღარ წავალ მეტ კონკრეტიკაში, რაღაცის უზრუნველყოფის მიზნით, ელემენტარულად კარგად უნდა შეისწავლო ადამიანები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011-2012 წლებში საკუთარი თავი და ოჯახი გადადო და ახლა შანტაჟი ფინანსური კუთხით რამდენად არასერიოზული და უშანსოა ალბათ მარტივად ხვდებით.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიული ფირმა ემ-ქეი-დი გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას, რომ ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავის შესახებ მათი [იურიდიული ფირმის] 7 ივლისის პრესრელიზი შვეიცარიულმა მედიამ არ გააშუქა.

კომენტარები