რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი უკრაინელების კონტროლის ქვეშ რჩება

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოლქის ორი სოფელი უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფება. 

მისივე თქმით, გუშინ მტერმა დასახლებებს ოთხი რაკეტა ესროლა.  გარდა ამისა, დაფიქსირდა სამი მასიური საარტილერიო დაბომბვა. ტერიტორიისკენ კიდევ ოთხჯერ გაისროლეს ნაღმტყორცნებით.

"ერთ-ერთი სოფელი უკვე რამდენჯერმე დაიპყრო ოკუპანტმა, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა მტერი ყოველ ჯერზე უკან დააბრუნეს წინა პოზიციებზე. თუმცა, მტერი არ ჩერდება. ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი რჩება უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ" - აღნიშნა გაიდაიმ. 

ერთი დღით ადრე გაიდაიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა აღკვეთეს ოკპუანტების მცდელობა, დაეპყრო ლისიჩანსკი-ბახმუტის დამაკავშირებელი მაგისტრალი. 

კომენტარები