ბაიდენმა აბასთან ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოთი გადაჭრას დაუჭირა მხარი

ჯო ბაიდენისა და მაჰმუდ აბასის შეხვედრა, 2022 წლის 15 ივლისი
AP Photo/Majdi Mohammed

15 ივლისს ჯო ბაიდენმა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრის დროს ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტის გადასაჭრელად ორი სახელმწიფო ორი ერის ფორმატს დაუჭირა მხარი.

შეხვედრის დროს ბაიდენმა არ დაუჭირა მხარი აბასის მოთხოვნას, პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივ აღიარებაზე, თუმცა ახსენა "მომავლის პალესტინური სახელმწიფო". 

"ორი სახელმწიფო, 1967 წლის საზღვრებთან ერთად, ურთიერთშეთანხმებული გაცვლებით, რჩება უსაფრთხოვების, კეთილდღეობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის თანამაბარი ზომების მიღწევის საუკეთესო გზად, როგორც პალესტინელებისთვის, ისე ისრაელისთვის". – თქვა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის აზრით, პალესტინელი ხალხი იმსახურებს საკუთარ სახელმწიფოს, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული და სიცოცხლისუნარიანი. 

ამისდა მიუხედავად, ბაიდენმა აღნიშნა, რომ "ამჟამად მოლაპარაკებების გასაახლებლად საფუძველი არ მომწიფებულა".

მან ასევე აღნიშნა, რომ მეზობლებთან ისრაელის ახალი კავშირებისა და ურთიერთობის გაუმჯობესების მეშვეობით, ისრაელსა და პალესტინის ადმინისტრაციას შორის შესაძლებელია მოლაპარაკებები განახლდეს.

ბაიდენის თქმით, ისრაელი ვერ შეძლებს განაგრძოს მოქმედება, როგორც "კანონზე მაღლა მდგარმა სახელწმიფომ".

ბაიდენი მაჰმუდ აბასს ისრაელის პრემიერმინისტრ იაირ ლაფიდთან გამართული ვიზიტის შემდეგ შეხვდა. იაირ ლაფიდთან აშშ-ს პრეზიდენტმა გააფორმა პირობა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შეძენის საშუალებას არასდროს მისცემენ.

კომენტარები