ვინსენტ ვან გოგი

ვან გოგის აქამდე უცნობი ავტოპორტრეტი მისივე სხვა ნახატის ქვეშ აღმოაჩინეს

შოტლანდიის ეროვნულ გალერეაში ვინსენტ ვან გოგის აქამდე უცნობი ავტოპორტერი მისივე სხვა ნახატის ქვეშ რენტგენის საშუალებით აღმოაჩინეს.

გალერეის თანამშრომლებმა ნახატი გამოფენაზე გატანამდე რენტგენში გაატარეს და დაინახეს, რომ მის ქვეშ მხატვრის ავტოპორტრეტი იყო.

"როდესაც რენტგენი ვნახეთ, ცხადია, ძალიან ავღელდით. ეს არის მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რადგან ეს დამატებით ინფორმაციას გვაძლევს ვან გოგის ცხოვრებაზე". - თქვა გალერეის უფროსმა თანამშრომელმა.

ჰოლანდიელი მხატვარი თანხის დასაზოგად ხშირად იყენებდა უკვე გამოყენებულ ტილოებს და ნახატებს მეორე მხარეს ხატავდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლებელია მოხდეს ავტოპორტრეტის ნახატისგან განცალკევება, თუმცა მათივე თქმით, წებოსა და მუყაოს მოშორების პროცესი საკმაოდ დელიკატურ სამუშაოებს მოითხოვს.

კომენტარები