რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ასეთი იერიში დალასში ან დრეზდენში რომ მომხდარიყო, ეს ტერორიზმი იქნებოდა, არა? – ზელენსკი

მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფო არ წარმოადგენს ასეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორც რუსეთი. არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, ყოველდღიურად ფრთოსანი რაკეტებით და რეაქტიული არტილერიით გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და მოქალაქეები.

მხოლოდ ერთი სარაკეტო იერიშით ვინიცაში 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი 10-წლამდე ბავშვი და სამწუხაროდ, ეს არ არის საბოლოო რაოდენობა. ნანგრევების გასუფთავება გრძელდება. დაკარგულთა სიაში ათობით ადამიანია. ჰოსპიტალიზებულთა შორის კი ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ვინმეს რომ სამედიცინო ცენტრზე იერიში დალასის ცენტრში ან დრეზდენში მიეტანა, ღმერთმა არ ქნას, რა დაერქმეოდა ამას? ტერორიზმი, არა?

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ვინიცაში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმაზე საუბრისას.

კომენტარები