ამინდის პროგნოზი

+34, +39 გრადუსი – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი 20 ივლისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები