საქველმოქმედო კონცერტი

თბილისში მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება

Vesti

15 ოქტომბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში რუსი შოუმენისა და კომიკოსის, მაქსიმ გალკინის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას საიტი Biletebi.ge სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"უკრაინიდან დევნილების დასახმარებლად მსოფლიო ტურის ფარგლებში თბილისს ეწვევა ცნობილი შოუმენი და სატირიკოსი მაქსიმ გალკინი!

15 ოქტომბერი, 19:00 თბილისის სპორტის სასახლე

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 25 ივლისს

ჰონორარი მოხმარდება უკრაინიდან დევნილებს"! – წერია Biletebi.ge-ს ფეისბუქ გვერდზე.

გალკინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსი შოუმენი, პაროდისტი და კომიკოსია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გალკინმა ცოლთან, ალა პუგაჩვასთან და შვილებთან ერთად რუსეთ დატოვა. კომიკოსი ღიად აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო ინტერვენციასა და კრემლის პოლიტიკას. 

კომენტარები