რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: აშშ უკრაინაში 4 HIMARS-სა და 1000 155 მმ-იან ჭურვს გაგზავნის

M142 HIMARS

CNN აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას კიდევ 4 მაღალი მობილობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას, HIMARS-ს გადასცემს.

აშშ-ს სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტის ღირებულება $400 მილიონია და თანხა მთლიანად პრეზიდენტის დანაზოგებიდანაა გამოყოფილი, რაც ნიშნავს, რომ აშშ იარაღს პირდაპირ ქვეყნის მარაგებიდან გაგზავნის.

CNN ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ $400 მილიონის დახმარების პაკეტი ოთხ HIMARS-ს და HIMARS-ის საბრძოლო მასალას მოიცავს. ასევე, სამ ტაქტიკურ მანქანას "აღჭურვილობის აღდგენისა და მომარაგებისთვის". ამის გარდა, 1000 155 მმ-იან ჭურვს, კონტრ ბატარეის სისტემებს, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა აღჭურვილობას.

ასევე, ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ცნობები იმის შესახებ, რომ ოკუპანტებმა ორი HIMARS სისტემა გაანადგურეს, მცდარია. მისი თქმით, უკრაინელები დონბასისთვის ბრძოლაში იარაღს კვლავ იყენებენ. 

კომენტარები