რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ნორვეგიის პრემიერმინისტრი: ნორვეგია უკრაინის დასახმარებლად დამატებით €1 მილიარდს გამოყოფს

ნორვეგიის პრემიერმინისტრი, იონას გარ სტოირე
Ryan Rodrick Beiler/Alamy Stock Photo

ნორვეგიის პრემიერმინისტრის, იონას გარ სტოირეს თქმით, ნორვეგია უკრაინის დასახმარებლად დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოყოფს.

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტოირემ თქვა, რომ თანხა უკრაინის გაჭირვებულ მოქალაქეებსა და თავდაცვისა და რეკონსტრუქციის ხარჯებს მოხმარდება.

ნორვეგიის მთავრობის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 202 მილიონი ევრო უკვე გამოყო. 

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ალიანსი უკრაინას დამატებით €1 მილიარდით დაეხმარება. აქამდე, ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად 600 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი შეიმუშავა. 

მსგავსი დაპირება გასცა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმაც. 

"თავისუფლებისთვის საფასურის გადახდა ყოველთვის ღირს". - თქვა ჯონსონმა NATO-ს მადრიდის სამიტზე. 

ევროპის ქვეყნები უკრაინის დახმარების ინიციატივით გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ NATO-ს ლიდერებს გააქტიურებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვის ყოველთვიური ღირებულება დაახლოებით $5 მილიარდია.

კომენტარები