თურქეთი

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა – დაშავდა 2, დაიღუპა 1 ადამიანი

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. 

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, კლდე 08:10-ზე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა სამი სატვირთო მანქანა. ართვინის გუბერნატორის, ილმაზ დორუქმის ცნობით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ დაღუპული მოქალაქე აზერბაიჯანელია. 

გზა გადაკეტილია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები