რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოდესის ოლქის დაბომბვისას, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა – მათგან 1 ბავშვია

რუსი ოკუპანტების მიერ ოდესის ოლქის მრავალსართულიანი კორპუსის დაბომბვისას, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. როგორც უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ბრატჩუკზე დაყრდნობით წერს, მათ შორის 1 ბავშვია. 

Unian-ის ცნობით, სამედიცინო დახმარება 31 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის, 3 ბავშვსა და ორსულ ქალს. ნანგრევებიდან 8 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 3 ბავშვი. 

სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები