რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ბულგარეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

განცხადების მიხედვით, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირინა დიმიტროვამ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა დაიბარა. 

"ელჩს... ვაცნობეთ ბულგარეთის მხარის გადაწყვეტილება ბულგარეთის რესპუბლიკაში რუსეთის თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს რუსეთის ფედერაციაში ბულგარეთის მისიების თანამშრომელთა რაოდენობას. [ბულგარეთში] 23-მდე დიპლომატიური და 25 ადმინისტრაციულ-ტექნიკური თანამშრომელი უნდა დარჩეს". - წერია განცხადებაში.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბულგარეთის მოთხოვნას ორი საფუძველი აქვს.

"პირველ რიგში, ორმხრივი ურთიერთობების არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვენის კონვენციის მე-11 მუხლზე დაფუძნებულია ურთიერთგაგება. საგარეო მისიების პერსონალი უნდა იყოს გონივრულ და ნორმალურ ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.

მეორე, რუსი ოფიციალური პირების საქმიანობის გამო, რომლებიც ბულგარეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ აღიარებულია დიპლომატიური ურთიერთობების ვენის კონვენციასთან შეუთავსებელია... შესაბამისი ინსტიტუტების მიერ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი აქტივობები არის მათი არასასურველი გამოცხადების საფუძველი." - წერია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ელჩ მიტროფანოვას ქვეყანაში რუსული მისიების 70 თანამშრომლის სახელი წარუდგინეს, რომლებმაც ბულგარეთი 3 ივლისს შუაღამემდე უნდა დატოვონ.

კომენტარები