რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ნიკოლაევში კორპუსი დაბომბეს – დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა დღეს, 29 ივნისს, დილით ნიკოლაევის ოლქში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს - შედეგად, დაიღუპა, სულ მცირე, 3 ადამიანი. 

ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი კიმის ცნობით, დაბომბვისას 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი.  

მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, ოკუპანტებმა კორპუსი, სავარაუდოდ, ფრთოსანი რაკეტით დაბომბეს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული. 

კომენტარები