რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლაევის დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის 6 წლის გოგო

ნიკოლაევსა და ოდესას დაბომბვის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის არის 6 წლის გოგო. ნიკოლაევის ქალაქის წარმომადგენლების მიხედვით, 27 ივნისს ღამით ოკუპანტებმა 11 რაკეტა გაისროლეს. 

ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის თქმით, რამდენიმე რაკეტა უკრაინის საჰაერო დაცვამ ჩამოაგდო. 

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების სპიკერის, ნატალია ჰუმენუკის თქმით, ნიკოლაევის დაბომბვისას ოკუპანტებმა იგივე, KH-22 რაკეტები გამოიყენეს, რაც კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას. 

"ეს ძველი სტილის რაკეტებია და მათი მართვა სრულად უმიზნოა, მათ ფართო მოქმედება აქვთ. ალბათ ამიტომ აბსოლუტურად ალოგიკურად დაარტყეს კერძო სახლებს". – თქვა ჰუმენუკმა

27 ივნისს, ოდესასთან მყოფი კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი დაბომბეს - შენობაში 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. 

 

კომენტარები