რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი კრემენჩუკზე: ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ტერორისტული თავდასხმაა

27 ივნისს, რუსეთის მხრიდან კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 58 - დაშავდა. თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკიმ ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ ტერორისტულ თავდასხმას შეადარა.

"ეს იყო ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ტერორისტული თავდასხმა". - თქვა ზელენსკიმ.

თავდასხმას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი, რომელმაც აღნიშნა რომ სავაჭრო ცენტრის აფეთქება აჩვენებს რუსეთის "სისასტიკისა და ბარბაროსობის მასშტაბს".

"კიდევ ერთხელ, ჩვენი ფიქრები უკრაინაში უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებთან რჩება. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი ქმედებები მხოლოდ გააძლიერებს უკრაინასა და G7-ის ქვეყნები იდგებიან უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება". - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემენჩუკში სარაკეტო თავდასხმა ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე მოხდა. ზელენსკის თქმით, შეტევისას სავაჭრო ცენტრში 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მსხვერპლის რაოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია".

კომენტარები