რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bayraktar-ის მწარმოებელი კომპანია უკრაინას 3 დრონს უსასყიდლოდ გადასცემს

უკრაინის შეიარაღებული ძალების Bayraktar TB2

უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2-ის მწარმოებელი თურქული კომპანია Baykar-ი უკრაინელების მიერ 3 დრონისთვის შეგროვებულ ფულს არ მიიღებს და მათ დანადგარებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება საკუთარ Twitter-ზე გააკეთა.

დრონებისთვის ფულს უბრალო უკრაინელი მოქალაქეები და ბიზნესმენები აგროვებდნენ. თურქულ კომპანიას სურს, რომ მოგროვებული თანხით ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმარონ.

რამდენიმე კვირის წინ Baykar-მა იგივე გადაწყვეტილება მიიღო ლიტვის მოქალაქეების მიერ უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის საყიდლად აგროვებულ შემოწირულობებზეც. 

კომენტარები