ფშავი

მაშველებმა ფშავში სტიქიის ზონაში ტურისტის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ფშავში სტიქიის ზონაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

უწყების ცნობით, დღეს, 27 ივნისს, მათ მიიღესინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსული ღვარცოფის გამო გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქე მდინარეში გადავარდა და გაუჩინარდა.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება". - ვკითხულობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები