ამინდი

წვიმა ელჭექით, სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 1 ივლისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +22, +27 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსთა ცნობით, თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი იქნება.

კომენტარები