რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

BLOOMBERG: რუსეთს დეფოლტამდე რამდენიმე საათი აშორებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთს დეფოლტამდე რამდენიმე საათი აშორებს. რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების $100 მილიონის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდის ბოლო ვადა 26 ივნისს საღამოს ეწურება

აღნიშნული ობლიგაციების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია გადახდის პირობები - Bloomberg-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ 27 ივნისის დილამდე რუსეთი ობლიგაციების პროცენტს დოლარში არ გადაიხდის, ქვეყანაში 1918 წლის შემდეგ, საგარეო ვალზე პირველი დეფოლტი გამოცხადდება. 

დეფოლტი აღებული ვალების ვერ, ან არდაბრუნებას ნიშნავს. როდესაც ქვეყანა დეფოლტს აცხადებს, მისი საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა და კაპიტალი შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს.

"დეფოლტის გამოცხადება სიმბოლური მოვლენაა, რადგან რუსეთის მთავრობამ დოლარში დენომინირებული ვალის გაცემის შესაძლებლობა უკვე დაკარგა. რუსეთს საგარეო ვალის აღება აღარ შეუძლია". - თქვა იაპონელმა ეკონომისტმა, ტაკაჰიდე კიუჩიმ. 

გასულ კვირას, რუსეთის ცნობით, ქვეყანამ გადასახადი რუბლში გადარიცხა, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ობლიგაციები გადახდის ამ ფორმას არ ითვალისწინებს - ხელშეკრულების მიხედვით, ტრანზაქციები აუცილებლად დოლარის ვალუტაში უნდა განხორციელდეს.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა ვითარებას "ფარსი" უწოდა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზანი რუსეთისთვის "დეფოლტის იარლიყის" მიწებებაა.

კომენტარები