რუსეთი

რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76-ის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

რიაზანში ჩამოვარდნილი Ил-76
ТАСС

რუსეთში, რიაზანის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულია 4 პირი, ხოლო 5 ჰოსპიტალიზებულია. 

აქამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიაზანის ოლქში, ძრავის გაუმართავობის გამო, სასწავლო ფრენის დროს, მძიმე დაშვება განიცადა სამხედო-სასწავლო თვითმფრინავმა Ил-76-მა.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ის ცნობით, ბორტზე იმყოფებოდა 10 სამოქალაქო პირი. თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, მიხაილოვსკის რაიონში ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია.

კომენტარები