ქართული ოცნება

ღარიბაშვილი ივანიშვილზე: დაახლოებით იგივეა, ობამას რომ დააბრალოთ ოლიგარქიული მმართველობა

კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და ამ მანიაკალური დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი, შემცვლელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ, თქვე საც... სასწაულია პირდაპირ. ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი! კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, თავისი ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში.  

[...] არგუმენტი რა აქვთ - ბატონ ივანიშვილს თურმე აქვს ავტორიტეტი. უკაცრავად, მეგობრებო, მე მინდა შევახსენო ჩვენს ამ ძალიან კონსტრუქციულ ოპონენეტებს, ოპოზიციას, აშშ-ში ბატონი პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი პრეზიდენტი ობამას კადრი დაბრუნდა. როგორც თეთრ სახლში, ასევე სხვადასხვა თანამდებობაზე. ეს ახლა იგივეა, დაახლოებით, რომ დააბრალოთ პრეზიდენტ ობამას ოლიგარქიული ტიპის მმართველობა და არაფორმალური მმართველობა. 

ამბობს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში. 

კომენტარები