რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰოიერი: უკრაინას მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, შესაძლოა 1 ტრილიონი ევრო დასჭირდეს

მარიუპოლი

ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელის, ვერნერ ჰოიერის თქმით, უკრაინას რუსეთთან ომის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღარუებლად, შესაძლოა 1 ტრილიონი ევრო დასჭირდეს.

"მე დავასახელე რაოდენობა – 1 ტრილიონი ევრო, რადგან საჯარო სივრცეებში რა ციფრებიც ვნახე, არარეალისტურია იმ განადგურების ფონზე, რასაც ვუყურებ". - თქვა ევროკავშირის კრედიტების გამცემი ორგანოს ხელმძღვანელმა.

ფრანკფურტში გამართულ ბრიფინგზე ჰოიერმა აღნიშნა, რომ ამ პირობებში ევროპას მთავარი როლის შესრულება მოუწევს.

22 და 23 ივნისს, ბრიუსელში გასამართ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის რეკონსტრუქციისა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებსაც განიხილავენ.

კომენტარები