რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თრასი: სანქციების დაწესებას იმ დრომდე განვაგრძობთ, სანამ რუსეთი უკრაინას სრულად არ დატოვებს

Kuba Stezycki/Reuters

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას იმ დრომდე განაგრძობს, სანამ რუსეთი უკრაინას სრულად არ დატოვებს.

"ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინას მეტი იარაღი მივაწოდოთ, რუსეთს მეტი სანქციები დავუწესოთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას საკუთარი ტერიტორიიდან რუსეთის გაძევებაში". - თქვა თრასმა.

თრასის თქმით, 22 ივნისს ის თურქეთში გაემგზავრება და პარტნიორებთან ერთად, ოდესიდან მარცვლეულის გამოტანის გზებზე იმსჯელებს.

ამასთან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციების დაწესება აშშ-სა და ევროკავშირთან კოორდინაციით კვლავ გაგრძელდება.

"ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას, განვაგრძობთ რუსეთიდან საქონლის იმპორტის აკრძალვას, სანამ არ დავინახავთ, რომ რუსეთი უკრაინიდან სრულად გავიდა". - თქვა თრასმა.

კომენტარები