რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიურმა Eni-მ რუსული გაზის იმპორტის შესამცირებლად, Qatar Energy-სთან კონტრაქტი გააფორმა

REUTERS/Imad Creidi

იტალიურმა კომპანია Eni-მ Qatar Energy-სთან 28.75 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტ North Field East-ს ხელი მოაწერა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა, რამდენიმე დღის წინ, იტალიაში გაზის მიწოდება შეამცირა. 

აღნიშნული პროექტი ბუნებრივი აირის წარმოების გაფართოებას ისახავს მიზნად. Qatar Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორის ცნობით, იტალიური კომპანია პროექტის 3%-ზე მეტ წილს ფლობს. 

Qatar Energy-ის შეფასებით, North Field East პროექტი მსოფლიოს ძირითადი გაზის რეზერვების დაახლოებით 10%-ს მოიცავს. 

ყატარმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ფრანგული კომპანია TotalEnergies-ის მისი პირველი და უმსხვილესი უცხოელი პარტნიორი იქნება, 6.25%-იანი წილით. 

რუსეთი ევროკავშირს ბუნებრივი აირის 40%-ს აწვდის, თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობას 2/3-ით შეამცირებს.

კომენტარები