რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: EU არაა სამხედრო გაერთიანება, ამიტომ რუსეთი უკრაინის გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება

Kirill Kudryavtsev/AFP/Getty Images/File

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ევროკავშირი სამხედრო ორგანიზაცია არ არის, ამიტომ მასში უკრაინის გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება. პუტინის განმარტებით, რუსეთი უკრაინის მხოლოდ სამხედრო გაერთიანებებში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

"ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, NATO-სგან განსხვავებით. [...] ჩვენი პოზიცია თანმიმდევრულია - არ ვართ უკრაინის მასში გაწევრიანების მოწინააღმდეგეები". - აღნიშნა პუტინმა.

დღეს, 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

ამის შემდეგ, ევროკომისიის შეფასების საფუძველზე, ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ინსტიტუტმა, ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიენიჭოს თუ არა აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შესაძლებელია, საბჭომ ქვეყანას დაუყენოს წინაპირობები კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

კომენტარები