რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონმა და ზელენსკიმ მარცვლეულის განბლოკვისა და დამატებით შეიარაღების საკითხებზე ისაუბრეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი 17 ივნისს უკრაინის დედაქალაქ კიევში კვლავ ჩავიდა. ვიზიტისას იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ჯონსონის თქმით, მან და ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკადის მოხსნაში დიდი ბრიტანეთის შესაძლო წვლილზე ისაუბრეს. 

"ჩვენ ერთად მუშაობას ვაპირებთ იმისთვის, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შესაძლებელი გახდეს. როგორც თქვენ [ზელენსკის მიმართავს] მართებულად აღნიშნავთ, მარცვლეული ამჟამად პუტინის მიერ "მძევლადაა აყვანილი" და მთელ მსოფლიოში, ადამიანებს მათთვის საჭირო საკვებს ართმევს". - თქვა ჯონსონმა. 

ბორის ჯონსონმა ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის იარაღით მომარაგებასა და უკრაინელი მებრძოლების წვრთნას გააგრძელებს.

"ასე რომ, თქვენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები, შეძლებთ გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მჯერა, რომ გსურთ - აგრესორების უკრაინიდან განდევნით". - ამბობს ჯონსონი. 

კომენტარები