რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ომი სტრატეგიულად უკვე წააგო, ის მარცხდება – ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური, ადმირალი ტონი რადაკინი

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ადმირალ ტონი რადაკინის თქმით, რუსეთმა უკრაინასთან ომი სტრატეგიულად უკვე წააგო და კრემლი ახლა უფრო შესუსტებული ძალაა.

ადმირალი რადაკინის სიტყვებით, რუსეთი დიდ ზარალსა და დანაკარგებს განიცდის, შესაბამისად, იგი უკრაინის დაპყრობას ვერასდროს შეძლებს. 

"ეს რუსეთის საშინელი შეცდომაა, რუსეთი ვერასდროს დაამყარებს კონტროლს უკრაინაზე". - თქვა რადაკინმა. 

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სახმელეთო ძალების 25% მხოლოდ მცირე, ტაქტიკური წარმატებებისთვის დაკარგა, ხოლო ფინეთისა და შვედეთის NATO-ში შესაძლო გაწევრიანებას კიდევ უფრო შესუსტებული ძალის სახით ხვდება. 

"რუსეთმა სტრატეგიულად უკვე წააგო, ის მარცხდება. NATO უფრო ძლიერია, ფინეთი და შვედეთი გაწევრიანებას ცდილობენ". - აღნიშნა რადაკინმა. 

კომენტარები