თბილისის მერია

18 ივნისს მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდთან ერთ ზოლზე გადაადგილება შეიზღუდება – მერია

პირველი რადიო

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაციის გამო 18 ივნისს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მანქანების გადაადგილება შეიზღუდება. 

მერიის განცხადების მიხედვით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18 ივნისს 00:00-დან 06:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდის ქვედა მხარეს, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.

"სამუშაოებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის შეზღუდვები პერიოდულად იმოქმედებს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები