თბილისის მერია

კოჯრის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა – 15 ივნისიდან ავტომობილების მოძრაობა იზღუდება

Tabula

თბილისის მერიის ინფორმაციით, კოჯრის გზაზე მიწის მასის ჩამოშლამ გზის სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია. გზის ამ ნაწილზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. 

"კოჯრის გზაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული ყველა სამსახური, რათა გადაუდებელი ზომები გატარდეს. 

ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართზე სპეციალისტების მიერ კვლევა მიმდინარეობს, რომელთა დასკვნის საფუძველზე, ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები