რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IKEA რუსეთში ქარხნების გაყიდვასა და სამუშაო ადგილების შემცირებას გეგმავს

სკანდინავიური ავეჯის ფირმა IKEA რუსეთში ქარხნების გაყიდვას და სამუშაო ადგილების შემცირებას გეგმავს. შესაბამისი განცხადება კომპანიამ დღეს გამოაქვეყნა.

IKEA-მ რუსეთში პროდუქციის წარმოების შეჩერებისა და მაღაზიების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მარტის დასაწყისში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პარალელურად მიიღო.

როგორც განცხადებაში წერია, კომპანია ახლო მომავალში ქვეყანაში ოპერირების გაგრძელების საშუალებასა და პერსპექტივას ვერ ხედავს, სწორედ ამიტომ რუსეთში მდებარე 4 ქარხნისა და მოსკოვსა და მინსკში მდებარე ოფისებისთვის მყიდველთა ძებნას იწყებს.

მიუხედავად ამისა, შვედური კომპანია, რომელიც რუსულ ბაზარზე 2000 წელს შევიდა, ქსელში დასაქმებული დაახლოებით 28 000 ადამიანისთვის ხელფასების გადახდას აგვისტოს ჩათვლით გააგრძელებს.

კომენტარები