რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: შოლცმა Gazprom Germania-ს სრულ ნაციონალიზაციას მხარი არ დაუჭირა

Soeren Stache/AFP/Getty Images

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა რუსული ენერგოგიგანტის, გაზპრომის ყოფილი შვილობილი კომპანიის, Gazprom Germania-ს სრულ ნაციონალიზაციის მოთხოვნის შემდეგ, Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კანცლერ ოლაფ შოლცისგან უარი მიიღო.  

Bloomberg-ი წერს, რომ შოლცის აზრით, ამგვარმა ნაბიჯმა შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გაბრაზება და რუსული გაზის იმპორტზე კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. 

გერმანიის მთავრობის ცნობით, რუსული ენერგოგიგანტის გაზპრომის ადგილობრივ ფილიალს, Gazprom Germania-ს გადახდისუუნარობის შესაჩერებლად სახელმწიფოსგან 10 მილიარდი ევრო გამოეყოფა. 

რუსული ენერგოგიგანტის შვილობილი კომპანია რუსეთის შეჭრის შემდეგ, გაზპრომისგან დამოუკიდებელი დროებითი ადმინისტრაციის ქვეშ გადავიდა. გერმანიის მთავრობის ცნობით, ისინი დამოუკიდებელი ადმინისტრაციის არსებობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ. 

გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, კომპანიას Securing Energy for Europe GmbH დაერქმევა, რომელსაც სახელმწიფო განვითარების ბანკი, KfW დააფინანსებს. 

"მსგავსი მიდგომით, გერმანიის მთავრობა შეინარჩუნებს კონტროლს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და უსაფრთხოებაზე". - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები