რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ხარკოვში ოკუპანტების გამანადგურებელი SU-34 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, 12 ივნისს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზუიმთან რუსული გამანადგურებელი SU-34 ჩამოაგდეს.

"უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონაში დარტყმის შემდეგ, მტრის ერთ-ერთმა თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა, მეორეს პილოტებმა კი გადაწყვიტეს ბედი ეცადათ. ასე მივულოცეთ ოკუპანტებს რუსეთის დღე". - წერია განცხადებაში.

 მათივე ცნობით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა იმავე დღეს რუსული უპილოტო თვითმფრინავი Orlan-10 ჩამოაგდო და პარალელურად, საჰაერო ძალების დამრტყმელმა თვითმფრინავებმა საოკუპაციო ძალების პოზიციებზე რამდენიმე იერიში მიიტანეს.

"ძლიერი დარტყმები მივაყენეთ მტრის ტექნიკასა და ცოცხალ ძალას. საჰერო დარტყმების შედეგად სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღება განადგურდა". - წერია განცხადებაში.

კომენტარები