რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Amnesty International: რუსეთმა ხარკოვში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასეტური მასალა გამოიყენა

ხარკოვი, 12 ივნისი
Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

Amnesty International-მა რუსეთი უკრაინის ქალაქ ხარკოვში მოქმედებებისას რუსეთის ომის დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა. უფლებადამცველი ორგანიზაციის 40-გვერდიან ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ კასეტური საბრძოლო მასალისა და განურჩეველი სამიზნის იარაღის გამოყენებაზე.

"ხარკოვის საცხოვრებელი უბნების განმეორებითი დაბომბვა განურჩეველი თავდასხმებია, რომლებიც ომის დანაშაულს წარმოადგენს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ეს შეეხება როგორც კასეტური იარაღით დარტყმებს, ასევე სხვა ტიპის უპილოტო რაკეტების და საარტილერიო ჭურვების გამოყენებით შეტევებს, რომლებიც განურჩეველია მშვიდობიანი მოსახლეობის სიახლოვეს გამოყენებისას". – ნათქვამია ანგარიშში.

Amnesty International-ის მკვლევრების ცნობით, მათ ხარკოვის სხვადასხვა ნაწილში 9N210 ან 9N235 კასეტური საბრძოლო მასალის ნარჩენები აღმოაჩინეს. ორგანიზაციის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ასევე გამოიყენეს PTM-1S ტიპის ნაღმი.

"ადამიანების დახოცეს საკუთარ სახლებსა და ქუჩებში, სათამაშო მოედნებზე, სასაფლაოებზე, ჰუმანიტარული დახმარებისთვის რიგში დგომისას, საკვებისა და მედიკამენტების საყიდლებისას. საყოველთაოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის განმეორებითი გამოყენება შოკისმომგვრელია". – თქვა კრიზისებზე Amnesty International-ის რეაგირების უფროსმა მრჩეველმა, დონატელა როვერამ.

კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2010 წელს მიღებული შესაბამისი კონვენციით.

კომენტარები