ირანი-ვენესუელა

ნავთობმწარმოებელმა ირანმა და ვენესუელამ თანამშრომლობის 20-წლიან გეგმას მოაწერეს ხელი

President Website/WANA (West Asia News Agency)/Handout via REUTERS

ნავთობმწარმოებელმა ქვეყნებმა, ირანმა და ვენესუელამ 20-წლიან თანამშრომლობის გეგმას ხელი მოაწერეს. ისინი ცდილობენ, ერთობლივად შეებრძოლონ აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს, რაც მათ ნავთობის ექსპორტს უფერხებს

ხელმოწერის ცერემონია, რომელშიც ირანისა და ვენესუელას პრეზიდენტები - ებრაჰიმ რაისი და ნიკოლას მადურო მონაწილეობდნენ, თეირანში გაიმართა. გეგმა გულისხმობს ნავთობის, ნავთობქიმიკატების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას. დოკუმენტს, ასევე, ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრებმა. 

მოგვიანებით, მადურო და რაისი დაესწრნენ ვენესუელად Aframax-ის ზომის ოთხი ნავთობტანკერის მიღების ცერემონიას. თითოეული მათგანის ტევადობა 800 000 ბარელია - ისინი ირანულმა კომპანიამ SADRA-მ შეუკვეთა.

SADRA ირანის რევოლუციურ გვარდიასთან კავშირის გამო ათწლეულზე მეტია აშშ-ს მიერ სანქცირებულია. ირანმა და ვენესუელამ 2020 წლიდან ენერგეტიკულ პროექტებსა და ნავთობის მიმოცვლაში განსაკუთრებით გააფართოებს ურთიერთობა. 

მიმდინარე წლის მაისში, ირანის ეროვნულმა ნავთობის საინჟინრო და სამშენებლო კომპანიამ ვენესუელაში ნავთობის მწარმოებელ კომპანიასთან დაახლოებით 110 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტს ხელი მოაწერა.

კომენტარები