რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

პუტინი: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს

ТАСС

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს და რუსეთი ამას ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

"რაც შეეხება უკრაინული მარცვლეული ექსპორტს: ჩვენ ამას ხელს არ ვუშლით. მარცვლეულის ექსპორტის რამდენიმე გზა არსებობს: პირველი, შესაძლებელია უკრაინის კონტროლქვეშ მყოფი პორტებით ექსპორტი. პირველ რიგში ეს არის შავი ზღვის აუზის პორტები – ოდესა და მიმდებარე პორტები". - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, ამისთვის საჭიროა უკრაინამ განაღმოს საკუთარი პორტები, მოსკოვი კი მზადაა ექსპორტის უსაფრთხოების გარანტირებისთვის.

ამასთან პუტინმა აღნიშნა, რომ ექსპორტი დუნაის გავლითაც შესაძლებელია, ასევე რუმინეთის, უნგრეთის ან პოლონეთის გავლით.

"ყველაზე მარტივი და იაფი გზა, რადგან [უკრაინიდან] პირდაპირ ბალტიის ქვეყნების პორტებია, არის ბალტიის ზღვა და შემდეგ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თუმცა ამისთვის ბელარუსს სანქციები უნდა მოხსნან. ეს ჩვენი საქმე არ არის, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ გრიგორის ძე საკითხს ასე აყენებს". - აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები