რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფასის ზრდის შესამცირებლად OPEC+ ნავთობის წარმოებას ზრდის

Reuters

საუდის არაბეთი და OPEC+-ის სხვა წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად  წარმოებას გაზრდიან

OPEC+-მა აღნიშნა, რომ, შეთანხმების თანახმად, ივლისში ყოველდღიური მოპოვება 648 000 ბარელით, ანუ გლობალური მოთხოვნის 0.7%-ით, გაიზრდება. 

თეთრი სახლი მიესალმა შეთანხმებას, რომელიც საუდის არაბეთზე ერთთვიანი ზეწოლის შემდეგ მიიღწა. ნავთობის მოპოვების გაზრდა მიზნად ისახავს ფასების ზრდისა და ინფლაციის შემცირებას. ამერიკელი დიპლომატები კვირების განმავლობაში მუშაობდნენ, ორწლიანი პაუზის შემდეგ ბაიდენის რიადში ვიზიტის ორგანიზებისთვის, რომელიც თვის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. 

"საუდის არაბეთსა და აშშ-ს დიპლომატიურ ურთიერთობაში ყინვა დნება, მაგრამ სრულ ნორმალიზებამდე მეტი პროგრესია საჭირო". - აღნიშნა Enverus Intelligence Research-ის დირექტორმა, ბილ ფარენ-პრაისმა.

ნავთობის ერთი ბარელის ღირებულება $117-მდე გაიზრდება. ანალიტიკოსთა აზრით, წარმოების რეალური ზრდა უმნიშვნელო იქნება, რადგან ქვეყნები, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს გარდა, უკვე ამუშავებენ საკუთარი რესურსის მაქსიმუმს. 

OPEC+-ის წევრია რუსეთიც, რომლის ყოველდღიური წარმოებაც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო 1 მილიონამდე დაეცა. რუსეთი წარმოების ზრდას შეიძლება დათანხმდეს, რათა შეინარჩუნოს OPEC+- წევრი სახელმწიფოების ნეიტრალური პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით. 

კომენტარები