რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჰაბეკი: პუტინი ფულს კვლავ იღებს, თუმცა დრო რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, გერმანიამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, თუმცა მოსკოვის უკრაინაში შეჭრის პასუხად დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს.

"რუსეთის ეკონომიკა ინგრევა". - თქბა ჰაბეკმა ბუნდესტაგში გამოსვლისას.

მისი თქმით, გერმანიამ რუსეთის ეკონომიკის ნგრევაში საკუთარი წვლილი შეიტანა – მარტში, რუსეთში ექსპორტის 60%-ით შემცირებით. აპრილის მონაცემებით კი ეს რიცხვი უფრო გაიზრდება. რაც შეეხება სანქციებში მონაწილე გერმანიის მოკავშირე ქვეყნებს, ჰაბეკის თქმით, გასულ თვეებში რუსეთში ექსპორტები 53%-ით დაეცა, ნეიტრალური პრორუსულ ქვეყნებში კი 45%-ით.

"პუტინი ფულს კვლავ იღებს, თუმცა დრო რუსეთისთვის არ მუშაობს, ის რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს". - აღნიშნა ჰაბეკმა.

ჰაბეკის თქმით, სანქციების შედეგად, რუსეთმა დაკარგა წვდომა ისეთ ნაწილებზე წვდომა, რომელიც ომში ბრძოლისთვის აუცილებელია. მაგალითად, "თვითმფრინავების უსაფრთხოების განახლებისთვის აუცილებელი ნაწილები, ამის შედეგად ამ თვითმფრინავებს ფლოტიდან ახლო მომავალში დაითხოვენ".

კომენტარები