რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ

ჯო ბაიდენი
The White House

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ აშშ უკრაინა თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს.

"გადავწყვიტე უკრაინელები უზრუნველვყოთ უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებითა და საბრძოლო მასალით, რაც მათ საშუალებას მისცემს უკრაინაში ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან სამიზნეებს უფრო მაღალი სიზუსტით დაარტყან". – წერს ბაიდენი.

ჯერჯერობით უცნობია თუ ზუსტად რა ტიპის სარაკეტო სისტემებს მიიღებს უკრაინა. 

ამას გარდა ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის თანამედროვე შეიარაღებით, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებით, ჰაერსაწინააღმდეგო სტინგერებით, დიდი სიმძლავრის არტილერიითა და დამიზნებათი სისტემებით, დრონებით, Mi-27-ის ტიპის ვერტმფრენებით, რადარებითა და ტყვია-წამლით დახმარებას.

გასულ დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინას არ მიაწვდიდნენ იარაღს, რომელიც მათ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის საშუალებას მისცემთ.

კომენტარები