რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: უკრაინას ზალპური ცეცხლის სისტემები სჭირდება, ამ მიმართულებით უნდა მივდიოდეთ

Chris J. Ratcliffe/Bloomberg/Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემები სჭირდება და ამ მსოფლიო ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს. 

"რაც მათ ახლა სჭირდებათ არის სარაკეტო სისტემები, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, MLRS-ი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს თავი დაიცვან რუსეთის ამ ძალიან დაუნდობელი არტილერიისგან და მსოფლიო ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს". – თქვა ჯონსონმა Bloomberg TV-სთან საუბარში. 

ჯონსონმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების სირთულეზეც.

"როგორ შეიძლება მოგვარდე ნიანგთან, როდესაც ის შენს მარცხენა ფეხს ჭამს? [პუტინი] კონფლიქტის გაყინვას ეცდება. ის ეცდება მოუწოდოს ცეცხლის შეწყვეტისკენ, სანამ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი მის მფლობელობაში რჩება". – თქვა ჯონსონმა. 

CNN-ის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში აშშ-მ შესაძლოა უკრაინის სამხედრო და უსაფრთხოების დახმარების პაკეტის ფარგლებში თანამედროვე ზალპური ცეცხლის სისტემების გადაცემაც შეიტანოს. 

გასულ დღეებში უკრაინა ითხოვდა ამერიკულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებსა (MLRS) და მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას, რომელიც ცნობილია როგორც HIMARS-ი. ამ სისტემებს რაკეტების სროლა იმაზე შორს შეუძლიათ, ვიდრე უკრაინის შეიარაღებაში ამჟამად მყოფ ზალპური ცეცხლის სისტემებს. 

CNN-თან ორმა მაღალჩინოსნმა თქვა, რომ სისტემების გაგზავნას განიხილავს დიდი ბრიტანეთიც და გადაწყვეტილებას აშშ-ს შესაბამისად მიიღებს.

კომენტარები