რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი უკრაინას ევროკავშირის ალტერნატიული ალიანსის შექმნას სთავაზობს – CORRIERE DELLA SERA

იტალიური გამოცემის, Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის ალტერნატიული ალიანსის შექმნა შესთავაზა. 

დიდ ბრიტანეთთან და უკრაინასთან ერთად ალიანსი ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს, პოლონეთს და მოგვიანებით - თურქეთსაც შეიძლება აერთიანებდეს. 

გამოცემის თქმით, ჯონსონს სწამს, რომ ახალი ალიანსის გაერთიანებს "ბრიუსელისადმი უნდობლობითა და ბერლინის მოსკოვის აგრესიის პასუხით იმედგაცრუებულ ქვეყნებს". ისინი დაიცავენ ეროვნული სუვერენიტეტის იდეას - ლიბერალური საბაზრო ეკონომიკისა და რუსეთის საფრთხის რეალური შეფასების პრინციპით.

Corriere Della Sera-ს წყაროს ინფორმაციით, ჯონსნმა ეს იდეა პირველად კიევში 9 აპრილს გააჟღერა.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი ევროკავშირის სამიტს ელის, სადაც, სავარაუდოდ, ევროპელი ლიდერები გადაწყვეტენ, მიენიჭოს თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს ფორმალური მოლაპარაკებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუმცა, იმავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა ჯონსონის შეთავაზება უფრო სერიოზულად განიხილოს. 

ასევე, უცნობია, თუ რას გადაწყვეტს პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები. 

კომენტარები