ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა

სოროსი: ევროპის რუსეთის წიაღისეულზე დამოკიდებულება მერკელის მერკანტილური პოლიტიკის ბრალია

Getty Images

მილიარდერი ჯორჯ სოროსის თქმით, ევროპის დამოკიდებულება რუსეთის წიაღისეულ საწვავზე გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ გატარებული მერკანტილური პოლიტიკის მიერ არის გამოწვეული. ამის შესახებ სოროსმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ევროპის დამოკიდებულება რუსეთის წიაღისეულ საწვავზე, დიდწილად ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ გატარებული მერკანტილური პოლიტიკის მიერ არის გამოწვეული. მან რუსეთთან განსაკუთრებული გარიგებები დადო და ჩინეთი გერმანიის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად აქცია". - თქვა სოროსმა.

პარალელურად, სოროსმა შეაქო ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონდერ ლეიენი, რომელიც მერკელის მთავრობაში სხვადასხვა პოსტს 14 წლის განმავლობაში იკავებდა. მისი თქმით, ფონ დერ ლეიენმა "ძლიერი ევროპული ხმა" მოიპოვა.

ამასთან, სოროსმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მოქმედი კანცლერი, ოლაფ შოლცი სწორედ მერკელის პოლიტიკის გასაგრძელებლად აირჩიეს, "ის, როგორც ჩანს, საბოლოოდ ყოველთვის სწორ ნაბიჯებს დგამს". ამის მაგალითად მილიარდერმა ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტის გაჩერება, თავდაცვის ხარჯების გაზრდა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაასახელა.

გარდა ამისა, სოროსმა სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმა შეაქო იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი, რომელიც "გამორჩეულად გამბედავი იყო, იმის მიუხედავად, რომ იტალიის გაზდამოკიდებულება თითქმის ისეთივე მაღალია, როგორიც გერმანიის".

კომენტარები