Aerosmith

სტივენ ტაილერი სარეაბილიტაციო ცენტრში იმკურნალებს

CNN

როკ ბენდმა Aerosmith ლას-ვეგასში დაგეგმილი რამდენიმე კონცერტი გააუქმა. ჯგუფის წევრების განმარტებით ფრონტმენი, სტივენ ტაილერი სარეაბილიტაციო ცენტრში სამკურნალოდ საკუთარი ნებით მივიდა. 

"როგორც იცით, ჩვენი მეგობარი სტივენი წლებია ფხიზელია. ფეხზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მას ტკივილგამაყუჩებლების მიღება მოუწია. სტივენი საკუთარი ნებით მივიდა სარეაბილიტაციო ცენტრში და ჩაერთო პროგრამაში, რომელიც მის ჯანმრთელობაზე იზრუნებს". – წერია ბენდის განცხადებაში.

სტივენ ტაილერი უკანასკნელად სარეაბილიტაციო ცენტრში 2009 წელს მოხვდა. მუსიკოსის განმარტებით ის წლების განმავლობაში აფთიაქის წამლებზე იყო ნარკოდამოკიდებული. 

Aerosmith-ის ტურნე სავარაუდოთ ივლისში განახლდება.

კომენტარები